ავიაბილეთები პიზას მიმართულებით

ისინი, ვინც პიზაში მხოლოდ ერთი მიზნით – კოშკის ფონზე სელფი გადაიღონ – მიემგზავრებიან, ცდებიან. აქ მინიმუმ კიდევ ოთხი მოქმედება უნდა განახორციელოთ – დააგემოვნოთ ყველი ბაჩელატო, თევზის წვნიანი კაჩუკო, სპაგეტი პიჩი, აგრეთვე ხრაშუნა ბრუსკეტები თეთრი ან შავი ტრიუფელით. თუ ამ ყველაფერს დააგემოვნებთ და ერთ ჭიქა კიანტისაც დალევთ, თქვენთვის ცხადი გახდება, რომ პიზაში ყველაზე მთავარია ცხოვრებით ისიამოვნოთ, და არა გაჩერებიდან გაჩერებამდე იჩქაროთ სამარშრუტო ტაქსის მსგავსად. „ცხოვრება მშვენიერია” – ასე ფილმსაც კი ეწოდება, რომელიც მეზობელ ქალაქ არეცოში გადაიღეს.

ბავშვებთან ერთად მოგზუარი ტურისტები უბრალოდ ვალდებულნი არიან ეწვიონ ადგილობრივ „შოკოლადის ხეობას“ ან Sunlight Park-ს, ხოლო ის ტურისტები, რომლებიც უკვე 21 წლის არიან, შესანიშნავ დროს გაატარებენ სტუდენტურ ბარებსა და კაფეებში. პიზას ღამის ცხოვრება ცნობილია იტალიის საზღვრებს მიღმა, რადგან იგი ყველაზე სტუდენტურია მსოფლიოს ყველა სტუდენტური ქალაქიდან (პიზის 100 ათასი მოსახლიდან – 60 ათასი სტუდენტია).

Posted in ავიაბილეთები, იტალია and tagged .