აია ნაპა პლიაჟი

კვიპროსის 6 საუკეთესო კურორტი – სად გავემგზავროთ დასასვენებლად?

გარეთ სულ უფრო თბილა და მზიანი ამინდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხული ძალიან ახლოსაა. მათთვის, ვინც ზაფხულში კვიპროსზე გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ დასასვენებელი ადგილის შერჩევა უჭირს, Aviabiletebi.org-მა კუნძულის საუკეთესო კურორტები შეკრიბა. წაიკითხეთ, შეარჩიეთ და იქ გაემგზავრეთ, სადაც გული მიგიწევთ.

1. აიანაპა

აია-ნაპა – კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, მათ შორის საოჯახო დასვენებისთვის. მან თავისი პოპულარობა სუფთა, მოვლილი და უსაფრთხო პლაჟების, ძველი (და არც ისე) ღირსშესანიშნაობების სიუხვით, მრავალფეროვანი გასართობი პარკებისა და აკვაპარკების, ასევე ბარების, რესტორნებისა და დისკოთეკების წყალობით მოიპოვა.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აია-ნაპას პლაჟები საუკეთესოა მთელ კუნძულზე. გარდა იმისა, რომ ეს პლაჟები ლურჯი დროშითაა აღნიშნული, ისინი განთქმულია თავისი სისუფთავით, უსაფრთხო სანაპირო ზონებითა და ლამაზი ხედებით. აია-ნაპას ყველა პლაჟი უფასოა, ამასთან ისინი დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით და ბავშვებისთვის გასართობი საშუალებებითაა აღჭურვილი: მოედნები, სასრიალოები, საქანელები.

aia-napa
აია-ნაპა

მათ, ვინც ბავშვებთან ერთად ისვენებს, ვურჩევთ პირდაპირ „წყლის სამყაროში“ გაემართონ, რომელიც კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვაპარკია (შესვლის საფასურია: 13 წლამდე ასაკის ბავშვები – €24, მოზრდილები – €38), ისევე როგორც ადგილობრივ დელფინარიუმში „ზღვის პარკი“ და „დინოზავრების პარკში“. ხმაურიან მეგობრულ კომპანიებს „კლუბური კვარტეტი“ ელოდებათ, ასევე ყველა ბარი, პაბი და რესტორანი. ცოდნისმოყვარე ტურისტებს ცნობილი აია-ნაპას მონასტერი, ზღვის მუზეუმი, მაკრონისოსის კლდოვანი სამარხები და „კავო გრეკოს“ ეროვნული ტყის პარკი მოეწონებათ.

განთავსებისღირებულება: 3* – 60 ევრო, 5* – 160 ევროდან. 

Hotels Larnaca: Popularity

Hotel Stars Discount Price per night, from Choose dates

River Rock Hotel

★★★

-16%

162137

View Hotel

Blue Harbour Boutique

★★★

-6%

7470

View Hotel

Nissi Beach Resort

★★★★

-16%

207174

View Hotel

Bellini Hotel

★★★★

-9%

114104

View Hotel

Napian Suites

★★★

-6%

161151

View Hotel

Okeanos Beach Boutique Hotel

★★★★

-21%

195153

View Hotel

Alion Beach Hotel

★★★★★

-20%

265213

View Hotel

Kaos Hotel Apartments

★★★

-42%

13679

View Hotel

Napa Plaza Hotel (Adults Only)

★★★★

-33%

244164

View Hotel

Anonymous Beach Hotel (Adults 16+)

★★★

-56%

273121

View Hotel

La Casa Di Napa Apartments

-20%

11794

View Hotel

Faros Hotel

★★★★

-28%

199144

View Hotel

Florence Hotel Apartments

★★

-14%

8371

View Hotel

Adams Beach Hotel

★★★★★

-40%

235141

View Hotel

Eleana Hotel

★★★

-16%

126106

View Hotel

2. ლიმასოლი

თუ არა მარტო კარგი დასვენება და გარუჯვა, არამედ საინტერესო ადგილების მონახულება და კუნძულზე მოგზაურობა გსურთ, გირჩევთ ლიმასოლში გაჩერდეთ, რომელიც კუნძულზე მდებარე ყველა პოპულარულ ქალაქსა და უძველეს ღირსშესანიშნაობებს შორის მდებარეობს.

ლიმასოლში უამრავი რამაა სანახავი: ანტიკური ეპოქის მრავალი ნაგებობა, ნამდვილი რაინდთა ციხე-კოშკი კოლოსი, ლიმასოლის ციხე, სამხატვრო გალერეა, თეატრის მუზეუმი და სხვ. გარდა ამისა, ქალაქში მუდმივად იმართება უამრავი კულტურული და გასართობი ღონისძიება: კონცერტები, ფესტივალები, ცეკვის საღამოები.

აქ აქტიური მოგზაურებიც არ მოიწყენენ: დაივინგი, სერფინგი, საზღვაო გასეირნება და სპორტული ცენტრები.  ბავშვებისთვის ქალაქში რამდენიმე აკვაპარკი  (Wet`n Wild, Fasouri Watermania) და ზოოპარკი (ლიმასოლის ზოოპარკი და მუნიციპალური ზოოპარკი) არსებობს, ხოლო უბრალოდ კარგი დასვენების მოყვარულებს უამრავი SPA-ცენტრი და ღვინის მუზეუმი ელის.

ლიმასოლის პლაჟები სისუფთავითა და უსაფრთხო დამრეცი სანაპირო ზოლით გასიამოვნებთ. თუმცა მართალია, რომ სეზონზე თავისუფალი ადგილის პოვნა არცთუ ისე ადვილია.

განთავსებისღირებულება: 3* – 45 ევროდან, 5* – 200 ევროდან. 

Hotels Larnaca: Popularity

Hotel Stars Discount Price per night, from Choose dates

Alasia Boutique Hotel

★★★★

-34%

277184

View Hotel

Crowne Plaza Limassol

★★★★

-31%

248172

View Hotel

Pefkos City Hotel

★★★

-11%

10089

View Hotel

Eden Beach Apartments

-22%

137107

View Hotel

Ajax Hotel

★★★★

-26%

11785

View Hotel

Olympic Residence Deluxe Apartments

-18%

495407

View Hotel

Kapetanios Odyssia

★★★

-23%

151116

View Hotel

Chrielka Hotel

★★★

-20%

8971

View Hotel

3. პაფოსი

როდესაც ქალაქის სახელი თავისთავად საუბრობს. პაფოსს მდიდრულ სასტუმროებსა და ძვირადღირებულ რესტორნებში ლამაზი დასვენების მოყვარულები დააფასებენ. ეს არის არა მარტო კვიპროსის, არამედ მთელი ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კურორტი. ათასობით მოგზაურს სურს სწორედ აქ გაატაროს დასვენება,  შესანიშნავი მომსახურების, სუფთა პლაჟების, დახვეწილი რესტორნების და უძველესი ღირსშესანიშნაობების სიუხვის გამო. 

პაფოსს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქალაქი-მუზეუმი, სადაც თითქმის ყველა შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ძეგლები, სამარხები, სვეტები, ქანდაკებები, თეატრები. ამიტომ მთელი შვებულების პლაჟზე გატარება არაგონივრული იქნებოდა, რადგან აქ უამრავი რამაა სანახვი: თესევსის ვილა, ორფეოსის სახლი, დიონისეს სახლი, ოდეონის ამფითეატრი, სოლომონიის კატაკომბები, სამეფო სამარხები, დამატებით კი მრავალი მუზეუმი.

pafos
პაფოსი

2017 წელს პაფოსი ევროპის კულტურული დედაქალაქი იყო და მთელი წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი ზაფხულში, ქალაქში უამრავი თეატრალური და კინოფესტივალი, კონცერტი, სამხატვრო გამოფენა, საცეკვაო წარმოდგენა გაიმართა.

პაფოსი მეგობრებთან  ან საყვარელ ადამიანთან ერთად დასასვენებლადაა უფრო შესაფერისი. კურორტი არ არის საუკეთესო ვარიანტი ბავშვებთან ერთად დასასვენებლად, რადგან მათთვის აქ გასართობი არ არის გათვალისწინებული, გარდა, სავარაუდოდ „აფროდიტეს აკვაპარკისა“.

განთავსებისღირებულება: 3* – 50 ევროდან, 5* – 120 ევროდან.

Hotels Larnaca: Popularity

Hotel Stars Discount Price per night, from Choose dates

Amphora Hotel & Suites

★★★★

-13%

126110

View Hotel

Constantinou Bros Athena Royal Beach Hotel

★★★★

-24%

221168

View Hotel

Zoe's Court

★★★

-16%

6756

View Hotel

Vrachia Beach Resort

★★★

-24%

12796

View Hotel

Constantinou Bros Athena Beach Hotel

★★★★

-50%

1 059525

View Hotel

Queens Bay Hotel

★★★

-7%

134126

View Hotel

Axiothea Hotel

★★

-6%

9085

View Hotel

Helios Bay Hotel and Suites

★★★

-12%

8978

View Hotel

Cynthiana Beach Hotel

★★★

-22%

11892

View Hotel

Elysia Park

★★★★

-14%

155133

View Hotel

Dimma Seaside Houses

-8%

8579

View Hotel

Pyramos Hotel

★★

-42%

8248

View Hotel

Fitos Inn

★★★★

-7%

8579

View Hotel

4. ლარნაკა

კვიპროსის წინა კურორტებთან შედარებით ლარნაკა უფრო ხელმისაწვდომი ფასებითა და ნაკლებად „მანერული“ დასვენებით გამოირჩევა. ამავდროულად მას სტუმრების გახარება და გაოცებაც შეუძლია, რადგან ქალაქი თითქმის უძველესია კუნძულზე და  ბერძნულ და თურქულ კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს.

ლარნაკას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი საშუალებაა დაივინგი, სეზონზე აქ ათეულობით დაივინგ-სკოლა მუშაობს. კურორტის მთავარი წყალქვეშა ღირსშესანიშნაობა –  ჩაძირული ოკეანის ბორანია, რომელიც ფლორით დაიფარა და  ნამდვილ გიგანტურ რიფად იქცა. დაივინიგის ღირებულება 80 ევროდან იწყება.

გამოცდილი მოგზაურები ლარნაკას პლაჟებს კუნძულის საუკეთესო პლაჟებად არ ასახელებენ, თუმცა ისინიც ლურჯი დროშითაა აღნიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაჟები სუფთა და უსაფრთხოა. კურორტის როგორც ცენტრალური, ისე მოშორებული პლაჟები ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ხოლო მათ ტერიტორიაზე შესვლა უფასოა. ქოლგისა და შეზლონგის ნაკრების ქირაობა 5 ევრო დაგიჯდებათ. 

ქალაქის ყველაზე პოპულარული ადგილია ფინიკუდესის სანაპირო, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო და ხედებით დატკბეთ, სეირნობის შემდეგ კი ერთ-ერთ ახლომდებარე რესტორანს ეწვიოთ. ქალაქში სეირნობისას გირჩევთ ლარნაკას ძველი მონასტრები და ეკლესიები დაათვალიეროთ, რომელთა სილამაზით აღფრთოვანებული დარჩებით.

განთავსებისღირებულება: 3* – 45 ევროდან, 4* – 100 ევროდან. 

Hotels Larnaca: Popularity

Hotel Stars Discount Price per night, from Choose dates

Frangiorgio Hotel

★★★

-10%

6760

View Hotel

The Josephine Boutique Hotel

★★★

-12%

10088

View Hotel

Hotel Opera

-29%

10273

View Hotel

Achilleos City Hotel

★★

-14%

10793

View Hotel

Amorgos Boutique Hotel

★★★★

-36%

9762

View Hotel

Lokàl Hotel

★★

-6%

172161

View Hotel

Krasas Beach Apts

-7%

8983

View Hotel

The Ciao Stelio Deluxe Hotel (Adults Only)

★★★★

-20%

176142

View Hotel

Rise Hotel

★★★★

-40%

11971

View Hotel

Island Boutique Hotel

★★★★

-31%

205142

View Hotel

Tuck Inn

★★★

-9%

7165

View Hotel

Blazer Residence

★★★

-9%

4137

View Hotel

Stephanie City Apartments

-11%

8374

View Hotel

Les Palmiers Beach Boutique Hotel & Luxury Apartments

★★

-7%

10194

View Hotel

Sun Hall Hotel

★★★★

-13%

137119

View Hotel

Sun Hall Beach Hotel Apartments

★★★

-19%

6653

View Hotel

5. პროტარასი

მათთვის, ვინც პლაჟზე მშვიდ დასვენებაზე ოცნებობს, ძნელი წარმოსადგენია ისეთივე იდეალური ადგილის პოვნა, როგორიც პროტარასია. ეს არის პატარა საკურორტო ქალაქი კარგი პლაჟებით, ლამაზი ხედებით, თვალწარმტაცი  ყურეებითა და მშვიდი პატარა ქუჩებით.

კვიპროსის ბევრი ქალაქისგან განსხვავებით, პროტარასი ღირსშესანიშნაობების სიუხვით  ვერ დაიკვეხნის და სწორედ ეს მისცემს სტუმრებს საშუალებას ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ დასვენებაზე გაამახვილონ. კურორტის თითქმის ერთადერთ გასართობს ქალაქის მომღერალი შადრევნები და დიდი აკვარიუმი წარმოადგენს, ამიტომ წყლის სპორტის სახეობები და ვიზიტი რესტორნებში სავარაუდოდ ყველაზე გავრცელებული დროის გასატარებელი საშუალებაა.

პროტარასი
პროტარასი

პროტარასი – იდეალური ადგილია ბუნების და სიმშვიდის მოყვარულთათვის. მათ, ვისაც  არ უყვარს მოწყენა, ვურჩევთ სხვა ადგილი შეარჩიონ.

განთავსებისღირებულება: 3* – 70 ევროდან, 5* – 160 ევროდან. 

6. პოლისი

კუნძულის კიდევ ერთი მშვიდი ადგილი, ნუშის ბაღებსა და პატარა სოფლებს შორის მდებარე, ხმაურიანი კურორტებიდან მოშორებული და ათეულობით პატარა პლაჟით. პოლისი – ეს არის ანტიკური ნანგრევებისა და ხელუხლებელი ბუნების, უსასრულო სუფთა პლაჟებისა და აუთენტური რესტორნების ქალაქი, კურორტი, რომელზეც კუნძულის მაცხოვრებლებსაც უყვართ დასვენება. 

პოლისი მდიდარი ისტორიის მქონე ძველი ქალაქია. თუ მისი გაცნობა გსურთ, მარიონ-არსინოის მუზეუმს, არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვიეთ. პოლისის მახლობლად აკამასის ნახევარკუნძული მდებარეობს, რომლის ტერიტორიაზეც  იმავე სახელწოდების ნაკრძალია განთავსებული. ნაკრძალი არა მხოლოდ თავისი უნიკალური ბუნებით და უჩვეულო მცენარეებით, არამედ უძველესი განძეულობით გასიამოვნებთ. სწორედ აქ მდებარეობს აფროდიტეს აბანოები და ცნობილი სიყვარულის შადრევანი.

პოლისი ასევე განთქმულია თავისი სამზარეულოთი, განსაკუთრებით თევზის რესტორნებით, სადაც სტუმრებს ყოველდღე თევზისგან დამზადებული ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდებიან. ქალაქში რეგულარულად ეწყობა თევზის ბაზრობები, სადაც თევზის დელიკატესები და საუზმეული შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში სასტუმროებში განთავსების ღირებულება საკმაოდ ძვირია. შეგიძლიათ ბინებში, კოტეჯებში, სასტუმრო სახლებში დაბინავდეთ, რომელთა პირობები ვარსკვავიან სასტუმროებს არ ჩამოუვარდება, მაგრამ ამავდროულად ბევრად უფრო იაფია. 

განთავსებისღირებულება: 3* – 65 ევროდან, 5* – 400 ევროდან. 

Direct Flights from Kutaisi to Larnaca

Departure date Return date Airlines Find Ticket

17.09.2020

24.09.2020

Tickets from 102

Posted in ბლოგი, იდეები მოგზაურობისთვის and tagged , , , , , .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *