ავიაბილეთები ჩიკაგოს მიმართულებით

რთულია იპოვოთ უფრო ამერიკული ქალაქი, ვიდრე ჩიკაგო, რომელიც მიჩიგანის ტბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს მსხვილი მეგაპოლისი – ნიუ-იორკის მარადიული მეტოქე და ქვეყნის საქმიანი, ფინანსური და კულტურული ცხოვრების მეორე მნიშვნელოვანი ცენტრია. მას ტყუილად როდი უწოდებენ „ფართომხრებიან ქალაქს“ – ჩიკაგო, მართლაც, უზარმაზარია.

Continue reading

ავიაბილეთები მაიამის მიმართულებით

მზიანი მაიამი – აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე უმსხვილესი მეგაპოლისია. იგი ფლორიდის შტატის ყველაზე დასახლებულ ოლქში მდებარეობს, მაიამი-დეიდში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. უამრავი პლაჟი, კლუბი, რესტორანი და მოდური მაღაზია წვეულებების მოყვარულებს იზიდავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ მაიამი არა მხოლოდ იდეალური ქალაქია გასართობად, არამედ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია. სწორედ აქ მდებარეობს საერთაშორისო ბანკები, მსხვილი კორპორაციები და ცნობილი ხმის ჩამწერი და სატელევიზიო სტუდიები. ქალაქის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება მოსახლეობის შემადგენლობაა: ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 70% ლათინოამერიკელია.

Continue reading

ავიაბილეთები ლოს-ანჯელესის მიმართულებით

მზიანი ლოს-ანჯელესი (LA, Los Angeles) – აღმოჩენების ქალაქია, სადაც მაღალი საზოგადოების საუბარი ყოველთვის შემდეგი კითხვით იწყება: „საიდან ბრძანდებით?“. ეს კითხვა ლოს-ანჯელესის რეალობის, მისი ენერგიული არსის, უსასრულო მეოცნებეობის, შულერობისა და თაღლითობის ანარეკლია აუღელვებელ ოპტიმიზმთან ერთად. აბა სხვაგან სად შეძლებდა ინგლისელი აკრობატი სახელად არჩიბალდ ლიჩი მილიონობით ადამიანისთვის საყვარელ მსახიობად კერი გრანტად ქცეულიყო? ან ავსტრიელ კულტურისტს (დიახ, ჩვენ არნოლდზე ვსაუბრობთ) გაევლო გზა Muscle Beach-იდან გუბერნატორამდე?

Continue reading
las vegasis aviabiletebi

ავიაბილეთები ლას-ვეგასის მიმართულებით

ლას-ვეგასი – ადგილი, სადაც კუპიურების მუდმივი შარიშური ისმის, სადაც მონეტები წკრიალებს და ჯეკპოტი მაცდურად ბრწყინავს. ეს არის დეკოლტეიანი ქალბატონების, მათი მდიდარი თანამგზავრების, აზარტული ასაკოვანი ადამიანებისა – და, რა თქმა უნდა, ყველა სახის ტურისტის მოზიდვის ადგილი. სულ რაღაც 20 წლის განმავლობაში უდაბნოს შუაგულში ქალაქი ლას-ვეგასი – აშშ-ს „სათამაშო დედაქალაქი“ გაიზარდა. აქ გახსნილია 100-ზე მეტი კომპლექსი, სადაც გაერთიანებულია სამორინეები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და საკონცერტო დარბაზები. ქალაქი მხოლოდ კაზინოებიდან და სასტუმროებიდან მიღებული მოგების ხარჯზე ცხოვრობს და ნებისმიერ სტუმარს გაანცვიფრებს რეკლამისა და სიმდიდრის სიუხვით. ბევრი მოგზაური აქ მოხვედრას ოცნებობს, რათა მოინახულოს განთქმული ფრიმონტ-სტრიტი და სტრიპის ქუჩა და ამ მუდამ ფხიზელი ქალაქის პულსი შეიგრძნოს.

Continue reading

ავიაბილეთები ვაშინგტონის მიმართულებით

ვაშინგტონი – ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი, ამერიკული სახელმწიფოებრიობის ქალაქი-სიმბოლოა, რომელმაც სახელწოდება ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ მიიღო. პომპეზური და დიდებული, ფართო გამზირებით, მრავალკილომეტრიანი მწვანე ბულვარებითა და ლეგენდარული მონუმენტებით, ეს ქალაქი ამერიკელების თავისუფლებასა და სამართლიანობაზე ოცნების განსახიარებაა.

Continue reading

ავიაბილეთები ნიუ-იორკის მიმართულებები

თუ ნიუ-იორკში მიემგზავრებით, არ გქონდეთ იმედი, რომ ადგილზე გაარკვევთ  თუ რატომ უწოდებენ მას „დიდ ვაშლს“ – თავად ნიუ-იორკელებიც კი ვერ გიპასუხებენ. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში უამრავი ერთიმეორეზე აბსურდული ვერსია არსებობს. უმჯობესია  იმისთვის მოემზადოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქის ქუჩებში თქვენ ადვილად გამოგელაპარაკებიან და პრაქტიკულად ყველა საუბარს საკრალური კითხვით დაიწყებენ  „Where are you from?“, რომ ყველა სკვერი ან გზაჯვარედინი ნაცნობი მოგეჩვენებათ (რომელიღაც ფილმში ნამდვილად ნანახი გექნებათ), რომ ამ ფუტკრების სკის მსგავს მეგაპოლისში მარტო დარჩენა ან მინიმუმ შედარებით ნაკლებად ხალხმრავალ ადგილზე აღმოჩენა არ გამოგივათ. მაგრამ იმ შემთვევაშიც კი, თუ ათასობით კომენტარს წაიკითხავთ და მრავალ ღირებულ რჩევას ფურცელზე ამოიწერთ, ნიუ-იორკთან შეხვედრისთვის მომზადებას მაინც ვერ შეძლებთ – ულტრადინამიკური, მუდმივად მოძრავი ქალაქი  საგონებელში ჩაგაგდებთ, მოგხიბლავთ და მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივი ემოციების მორევში ჩაგითრევთ. ერთი სიტყვით, welcome to New York, baby!

Continue reading