თურქეთი

სად გავემგზავროთ ხავერდოვან სეზონზე: მოგზაურობის 11 იდეა

ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ზღვაზე? ეცადეთ ეს დანაკლისი ხავერდოვან სეზონზე აანაზღაუროთ. ჩვენ იმ ადგილების სია შევადგინეთ, სადაც ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგია.

Continue reading

შრი-ლანკას ყველაზე პოპულარული კურორტები

რაც არ უნდა იყოს, შრი-ლანკა შესანიშნავია. ამ კუნძულზე წელიწადის რა დროსაც და რა მიზნისთვისაც არ უნდა ჩამოხვიდეთ – აქ ყველა შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი დასვენება. ქვემოთ გიამბობთ თუ რითია მიმზიდველი თითოეული კურორტი. Continue reading

შრი-ლანკას ყველაზე პოპულარული კურორტები

რაც არ უნდა იყოს, შრი-ლანკა შესანიშნავია. ამ კუნძულზე წელიწადის რა დროსაც და რა მიზნისთვისაც არ უნდა ჩამოხვიდეთ – აქ ყველა შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი დასვენება. ქვემოთ გიამბობთ თუ რითია მიმზიდველი თითოეული კურორტი.

Continue reading

სად გავემგზავროთ აგვისტოში: მოგზაურობის იდეები

ჯერ კიდევ არ გასულხართ შვებულებაში? სასწრაფოდ გამოასწორეთ სიტუაცია! აგვისტო შესანიშნავი დროა სოლო მოგზაურობისა და საოჯახო დასვენებისთვის.

ამ მასალაში გიამბობთ იმ ადგილების შესახებ, რომლებშიც ზაფხულის ბოლო აკორდები ყველაზე სასიამოვნოდ ჟღერს.

სად გაემგზავროს ინტროვერტი აგვისტოში?

სკანდინავია

თავად იცით, რომ თქვენთვის არ არის განკუთვნილი კლასიკური ექსკურსიები ღირსშესანიშნაობების მონახულებით. უნდა გაეცნოთ რეგიონის კულტურასა და ბუნებრივ სიმდიდრეს. თუ მოგზაურობის დროს განმარტოებას და აზრების მოწესრიგებას გეგმავთ, სკანდინავია აირჩიეთ.

აგვისტოში არც ძალიან ცხელა და წვიმიანი ამინდებიც არ არის, როგორც შემოდგომის თვეებში. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სკანდინავიის ქვეყნებში მოგზაურობა არ არის იაფი. ამ რეგიონში ფასები ევროპელი ტურისტებისთვისაც კი ძალიან „იკბინება“. მაგრამ ფულადი ხარჯები მიღებულ შთაბეჭდილებებს ბევრად აჭარბებს.

ისლანდიაში მოგზაურობას ჩვეულებრივ ირჩევენ ისინი, ვისაც ბუნებასთან შერწყმა სურს. ყინულისა და ცეცხლის ქვეყანაში გაგაოცებთ არაამქვეყნიური სილამაზის ფიორდები, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, აყვავებული მდელოები და მძვინვარე გეიზერები. აქ ერთი წლის მარაგის დადებითი ენერგიით დაიმუხტებით.

ხოლო დანიაში ან შვედეთში უფრო „ცივილიზებული“ დასვენება გელით. ეს თვითმყოფი ქვეყნები უკეთ რომ გაიცნოთ, ეწვიეთ თქვენთვის საინტერესო მუზეუმებსა და გალერეებს (ისინი ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი!) და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დარჩით – არა ტურისტულ ადგილებში.

საოჯახო დასვენება აგვისტოში

კვიპროსი

თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ, მაშინ დანიშნულების ადგილის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია სამი ფაქტორი: პირდაპირი და სწრაფი ფრენა, კვების სისტემა და ანიმაცია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყველა რეკორდს თურქეთი ამყარებს. თუ ჩვეული ტურისტული მოძრაობის ტრაექტორიიდან გადახრა გსურთ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ კვიპროსს. შეღავათები მოიცავს პირდაპირ იაფ ფრენას, სუფთა ქვიშიან პლაჟებს დამრეცი ნაპირით და საოჯახო დასვენებაზე ორიენტირებულ სასტუმროებს.

კრეტა

კრეტა შესანიშნავი ვარიანტია აგვისტოში ბავშვებთან ერთად პლაჟზე დასვენებისთვის. ზაფხულის დასასრულს აქ ყველაზე კომფორტულია: ზღვა მშვიდი და თბილია, უამრავი ხილია, ამინდიც მშვენიერია. შეარჩიეთ სასტუმროები აკვაპარკით და თქვენი შვილები ნამდვილად მეშვიდე ცაზე იქნებიან. რას აკეთებენ მოზრდილები კრეტაზე? ტკბებიან პლაჟებით, შესანიშნავი კერძებითა და კუნძულის მდიდარი ისტორიით. მაგალითად, შეგიძლიათ ეწვიოთ ძველ ქალაქ კნოსოსს, ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმს და ელაფონისის ვარდისფერი ქვიშის ველურ პლაჟს.

The Cheapest Flights for this Month from Tbilisi to Heraklion

Departure date Return date Stops Airlines Find Ticket

18.07.2020

20.07.2020

3

Tickets from 2 427

20.07.2020

04.08.2020

2 stops

Tickets from 1 321

რომანტიკული მოგზაურობა აგვისტოში

როვინი

აგვისტოში თქვენს მეორე ნახევართან ერთად შეგიძლიათ ეწვიოთ როვინს – ხორვატიული ისტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ეს მყუდრო ქალაქი სწორედ ის არის, რაც ერთკვირიანი დასვენებისთვის გჭირდებათ. აქ ლამაზი, მშვიდი, ხელმისაწვდომი გარემო და უამრავი სანახავიცაა. ასე რომ, შეგიძლიათ მეთევზეთა სოფლის ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში ისეირნოთ, ნაირფერი სახლებით დატკბეთ, წმინდა ეფემიის ბაზილიკის სამრეკლოზე ახვიდეთ და წინ გადაშლილი ხედით აღფრთოვანდეთ.

ბალი

შეყვარებულებისთვის ყველაფერი იოლია. მათ შეუძლიათ ხანგრძლივ ფრენას გაუძლონ, მხოლოდ იმისთვის, რომ მარტო აღმოჩდნენ რომელიმე ზეციურ ადგილზე. სწორედ ამიტომ რომანტიკული დასვენებისთვის ინდონეზიას გირჩევთ. აგვისტო შესანიშნავი დროა ამ ქვეყნის მონახულებისთვის: ამ დროს მშრალი სეზონია და დღის ტემპერატურა სტაბილურად ინარჩუნებს + 30° С ნიშნულს.

ნგურაჰ-რაის აეროპორტის მახლობლად, ბალის სამხრეთით მდებარე კურორტი ჯიმბარანი, სრულად შეესაბამება წარმოდგენას ეგზოტიკური დასვენების შესახებ: ქათქათა ფართო პლაჟები, სუფთა ზღვა, ხშირი ტყე, განმარტოებული ბუნგალოები და სპა-პროცედურები. აქ ნამდვილად არავინ და არაფერი შეუშლის ხელს დასვენებისგან და ერთად გატარებული დროისგან მიღებულ სიამოვნებას.

The Cheapest Flights for this Month from Tbilisi to Denpasar Bali

Departure date Return date Stops Airlines Find Ticket

20.07.2020

04.08.2020

2 stops

Tickets from 9 544

მალდივის კუნძულები 8 რჩევა

მალდივები: 8 „ლაიფჰაკი“: როგორ დავისვენოთ ბიუჯეტურად სამოთხეში

ბიუჯეტური ტურიზმის ტენდენცია სწრაფად ვითარდება და წარმატებით ვრცელდება ჩვენი პლანეტის იმ ადგილებშიც კი, რომლებიც ბიუჯეტური ტურისტისთვის აქამდე მიუწვდომელი იყო. დღეს მალდივები არა მხოლოდ მდიდრული კურორტია 6-ნიშნა ფასითა და ინდოეთის ოკეანეში გამავალი ბუნგალოთი, არამედ ქათქათა ქვიშის პლაჟები, სადაც ბიუჯეტურმა ტურისტმა არაერთხელ დაადგა ფეხი. ამ სტატიაში გიამბობთ თუ როგორ უნდა მოხვდეთ ამ ბედნიერ ადამიანთა სიაში.

Continue reading
კრეტა

გზამკვლევი კრეტას კუნძულზე: 4 საკურორტო ზონა და 14 დასვენების ადგილი

კრეტა – საბერძნეთის ყველაზე დიდი და საოცარი კუნძულია. კუნძული, სადაც ზევსი დაიბადა და მინოტავრი ბინადრობდა. კუნძული, სადაც ევროპის უდიდესი მთის კანიონი მდებარეობს. კუნძული, რომელსაც სამი ზღვა აკრავს გარს – კრეტის, იონიისა და ლიბიის – და რომელთა სანაპიროებზე არაჩვეულებრივი პლაჟებია განთავსებული. Aviabiletebi.org-მა თქვენთვის გზამკვლევი შეადგინა კუნძული კრეტას მთავარი კურორტების შესახებ.

Continue reading
აია ნაპა პლიაჟი

კვიპროსის 6 საუკეთესო კურორტი – სად გავემგზავროთ დასასვენებლად?

გარეთ სულ უფრო თბილა და მზიანი ამინდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხული ძალიან ახლოსაა. მათთვის, ვინც ზაფხულში კვიპროსზე გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ დასასვენებელი ადგილის შერჩევა უჭირს, Aviabiletebi.org-მა კუნძულის საუკეთესო კურორტები შეკრიბა. წაიკითხეთ, შეარჩიეთ და იქ გაემგზავრეთ, სადაც გული მიგიწევთ.

Continue reading

შემოდგომა კვიპროსზე: 7 მიზეზი შვებულების აქ გასატებლად

ტურისტებს შორის არსებობს აზრი, რომ საუკეთესო დასვენება –  ტრადიციულად ზაფხულში დასვენებაა. მაგრამ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, რომ არსებობს ადგილები, სადაც შემოდგომის თვეებშიც არანაკლებ შეძლებთ დაისვენოთ (და შესაძლოა უკეთესადაც კი!). ერთ-ერთი მათგანი კვიპროსის კუნძულია. დღეს ჩვენ გიამბობთ თუ რატომ ღირს აქ ჩამოსვლა შემოდგომაზე.

Continue reading

რომანტიული ვახშამი პარიზი

LAST CALL: პარიზი სიყვარულის დღეს!!!

წინადადება ყველაზე რომანტიკოსებისთვის და წყვილებისთვის. თუკი თქვენ უკვე გრძნობთ მოახლოებულ პანიკას, იდეების ნაკლებობას და არ იცით თუ როგორ გაატაროთ ყველა შეყვარებულის დღე – გამოსავალიც აქ არის. სპეცუალურად მათთვის ვინც, ვერასდროს ვერაფერს ასწრებს, მაგრამ ოცნებობს პარიზზე. <3

Continue reading