ავიაბილეთები ნიცა

ნიცა – უძველესი, ფრანგულად ელეგანტური და იტალიურად თავნება ქალაქია. იგი ბერძნებმა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-მდე 350 წელს დააარსეს და გამარჯვების ქალღმერთი ნიკეს საპატივცემულოდ უწოდეს. თავისი არსებობის მრავალი საუკუნის მანძილზე ქალაქმა სარკინოზების თავდასხმა და მეკობრეების ძარცვა გადაიტანა, იბრძოლა იტალიასთან და სავოის საგრაფოს შეუერთდა და მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა საფრანგეთის ნაწილი. დღეს ნიცა ლაჟვარდოვანი ნაპირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და საინტერესო ღირსშესანიშნაობების მთელი კოლექციით.

Continue reading
ლიონი

ავიაბილეთები ლიონი

ლიონი (Lyon) – მასონობისა და ეზოთერიკის დედაქალაქი, ღამის განათების იდეალური მოდელის მქონე ქალაქია, რომელიც უკვე მარაქეშმა, ჰავანამ და სანქტ-პეტერბურგმა გადმოიღო. ქვეყნის კომერციული, სამრეწველო და ეკონომიკური ცენტრი 500-ზე მეტი წელია რაც ყვავის, რადგან ლიონი და მისი 2 მილიონი მოსახლეობა ქვეყნის სიდიდით მეორე აგლომერაციად მიიჩნევა.

Continue reading
ტულუზას ავიაბილეთები

ავიაბილეთები ტულუზა

ტულუზა (Toulouse) – მოსახლეობის მიხედვით საფრანგეთის მეოთხე ქალაქი (პარიზის, მარსელისა და ლიონის შემდეგ) და უდიდესი კულტურული, სამეცნიერო და სამრეწველო ცენტრია. ამავდროულად, ტულუზა თავისი ულამაზესი ისტორიული ცენტრით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვითმყოფი ქალაქია. აქ ესპანური, ბასკური, აკვიტანური, ლანგედოკური, პროვანსული და ფრანგული ტრადიციები თანაბარი პროპორციით არის შერეული.

Continue reading
ბორდო

ავიაბილეთები ბორდო

ბორდო (Bordeaux) – ჟირონდის დეპარტამენტისა და აკვიტანიის მთელი რეგიონის დედაქალაქია და თუ ფრანგების რომანტიკულ ეპითეტებს დავუჯერებთ, ერთდროულად „პატარა პარიზი“, „მძინარე მზეთუნახავი“ და „მთვარის პორტია“. მდინარე გარონას დამრეც ნაპირებზე მდებარე ბორდო ფართობის მიხედვით საფრანგეთის ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის მოსახლეობა თითქმის მილიონი ადამიანია. ბორდო ცნობილია ინგლისური ზეგავლენის მქონე ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით, შედეგად კი – ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნებით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღებით, თანასწორობის მყუდრო ატმოსფეროთი და, რა თქმა უნდა, „გამამხიარულებელი კომპონენტით“ – მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული განთქმული ბორდოს ღვინოთი.

Continue reading

ავიაბილეთები პარიზი, საფრანგეთი

ზოგადად რომ ვთქვათ, პარიზის აღწერას აზრი არ აქვს. არა იმიტომ, რომ ვერაფერს დავწერთ –  ღმერთმა ნუ ქნას! ამ ქალაქს, როგორც მსოფლიოს არცერთ სხვას, არ სურს რაიმე ჩარჩოში მოექცეს და სტერეოტიპებს შეესაბამებოდეს. რა თქმა უნდა, ყველას სმენია დილის ყავისა და კრუასანის,  საღამოს ხმაურიანი ბისტროების, პარიზის ბულვარებში შემწვარი წაბლის სუნის შესახებ… მაგრამ ერთისთვის, პარიზი ნოტრ დამის ხმის ამრეკლავი ბინდი, ლუვრის დარბაზებში ტურისტების მშვიდი ჩურჩული და თითქმის უკაცრიელი, უძველესი სახლებით გაშენებული კუნძული სენ-ლუია, მეორესთვის კი საფრანგეთის დედაქალაქი, პირველ რიგში, ეიფელის კოშკი და  „ორთქლისა და ელექტრობის ეპოქის“ ძეგლია. ხოლო თანამედროვე არქიტექტორები დეფანსისა და მონპარნასის უბნების ავანგარდული ელემენტებით შთაგონებისთვის მიემგზავრებიან.

Continue reading