ტოკიო

ავიაბილეთები ტოკიო

ტოკიო (Tokyo) – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისი, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვროთ, რომ მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს მაინც გაეცნოთ. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და მისი მოსახლეობა 37 მილიონ ადამიანს შეადგენს. შეუძლებელია ტოკიოს აღწერა და აღქმა, სადაც Hi-Tech სიახლეები ძველი იაპონიის ხედების მეზობლად მდებარეობს.

ტოკიო სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად განაცვიფრებს – თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენელად რთული ქალაქის დაგეგმარებით, რომელშიც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევით, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე დაიკარგებით. ქალაქის უზარმაზარი ნაწილი – ბეტონისა და სადენებისგან შემდგარი ჯუნგლებია, რომლებიც განათებულია ფერადი ნეონით და სავსეა ხმამაღლა მოლაპარაკეთა ხმაურით. პიკის საათებში ტოკიო ადამიანებით გადაჭედილ უზარმაზარ მასას ემსგავსება, ზაფხულობით კი უზარმაზარ სწრაფსახარშ ქვაბს. კეთილი რჩევა ტოკიოს ახალბედა ტურისტებისთვის: ძალიან ნუ მიეჯაჭვებით აუცილებელად სანახავი ადგილების სიას, აქ თქვენ ისეთ ადგილებში მოხვდებით, რომლებზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.

Continue reading
კიოტო იაპონია

ავიაბილეთები კიოტო

კიოტო იყო იაპონიის დედაქალქი ათას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, იქცა რა ამასობაში იაპონური ხელოვნების, კულტურის, რელიგიისა და აზრის საუკეთესო მიღწევათა საცავად. შემოღუნული სახურავების მქონე პავილიონები აირეკლება აქ გუბურების წყნარი ზედაპირიდან, ფიჭვნარი წესიერად ხარობს, თითქოს პირდაპირ კლდეზე იზრდებაო, ხოლო ღირშესანიშნაობები საკმარისი იქნება არა ერთი აღმოსავლური ქვეყნისათვის. ამას გარდა, კიოტო – გამორჩეულად ურბანისტული, ცოცხალი და ახალგაზრდული ქალაქია გასართობების სიმრავლით.

Continue reading