ავიაბილეთები პიზას მიმართულებით

ისინი, ვინც პიზაში მხოლოდ ერთი მიზნით – კოშკის ფონზე სელფი გადაიღონ – მიემგზავრებიან, ცდებიან. აქ მინიმუმ კიდევ ოთხი მოქმედება უნდა განახორციელოთ – დააგემოვნოთ ყველი ბაჩელატო, თევზის წვნიანი კაჩუკო, სპაგეტი პიჩი, აგრეთვე ხრაშუნა ბრუსკეტები თეთრი ან შავი ტრიუფელით. თუ ამ ყველაფერს დააგემოვნებთ და ერთ ჭიქა კიანტისაც დალევთ, თქვენთვის ცხადი გახდება, რომ პიზაში ყველაზე მთავარია ცხოვრებით ისიამოვნოთ, და არა გაჩერებიდან გაჩერებამდე იჩქაროთ სამარშრუტო ტაქსის მსგავსად. „ცხოვრება მშვენიერია” – ასე ფილმსაც კი ეწოდება, რომელიც მეზობელ ქალაქ არეცოში გადაიღეს.

Continue reading

ავიაბილეთები რომი, იტალია

მარადიული ქალაქი, საითკენაც ყველა გზას მივყავართ, სადაც ერთდღიან არდადეგებზე მთელი ცხოვრების გატარებას ან რამდენიმე კვირით დაკარგვას შეძლებთ. რომის ღირსშესანიშნაობათა სიუხვე იმდენად დიდია, რომ სულ რამდენიმე საათში საბრალო ტურისტის გონება უარს ამბობს ახალი ინფორმაციის მიღებაზე. ამიტომ რომში ერთი-ორი დღის გატარება – უბრალოდ დანაშაულია. აქ რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩამოხვიდეთ, მაგრამ მთავარია გააცნობიეროთ, რომ რომი იტალია არ არის. ჩათვალეთ, რომ ის სხვა სახელმწიფოა, ან თუ გნებავთ სხვა სამყარო. მარადიული ქალაქი ძალიან ძველი და ამავე დროს მუდამ ახალგზარდაა, ის მომსწრეა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აყვავებისა და დაცემისა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ მთელი მისი ისტორიული ცენტრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად არის აღიარებული.

Continue reading
ნეაპოლი

ავიაბილეთები ნეაპოლი

ნეაპოლს იტალიის ყველაზე ბინძური და კრიმინალური ქალაქის საეჭვო რეპუტაცია აქვს. მაგრამ ამავდროულად, იგი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი ბაროკოს ეკლესიებით, მდიდრული სასახლეებითა და უნიკალური მუზეუმებით. არსებითად ნეაპოლი პარადოქსებისა და წინააღმდეგობების, არქიტექტურული შედევრების, ხმაურიანი ბაზრების, ვიწრო ქუჩების, ჯიბის ქურდების, ბელკანტოს, რელიგიური მიმდინარეობების, მოპედების გუგუნისა და მდიდრული ბუტიკების მგრგვინავი ნაზავია.

Continue reading
ფლორენცია

ავიაბილეთები ფლორენცია

ტოსკანას დედაქალაქი და იტალიის რესპუბლიკის ყოფილი დედაქალაქი ფლორენცია ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 59 წელს დაარსდა პირადად იულიუს კეისარის მიერ. თუმცა ფლორენციამ აღორძინებას მე-14-16 საუკუნეებში მიაღწია, როდესაც, გადაუჭარბებლად, ევროპის ფინანსური და კულტურული ცენტრი გახდა.

ფლორენცია წარმატებით ითავსებს დიდებული წარსულის სულს (აქ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამთ ისე, რომ რომელიმე ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილს არ წააწყდეთ) და აქტიური, თანამედროვე ქალაქის ატმოსფეროს შესანიშნავი სამზარეულოთი, შოპინგითა და გართობის უამრავი საშუალებით.

Continue reading
ბოლონია

ავიაბილეთები ბოლონია

ბოლონია – ემილია-რომანიას რეგიონის მთავარი ქალაქია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 375 ათასია. ეს არის უნივერსიტეტების ქალაქი, რომელთა სტუდენტებს აურზაური და მხიარულება შემოაქვთ და მის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას აცოცხლებენ. გარდა ამისა, ბოლონია ცნობილია თავისი კოშკებითა და გრძელი არკადებით. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია – ეს ყველაფერი კი ღირსშესანიშნაობების შენარჩუნებისა და აღდგენის ძლიერი პოლიტიკის წყალობითაა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო.

Continue reading

ავიაბილეთები მილანი, იტალია

საკმარისია აქ რამდენიმე წუთი გაატაროთ, რომ მილანსა და რომს შორის სხვაობა შეიგრძნოთ. ქვეყნის სტუმრებისთვის იტალიის დედაქალაქი თავისი „ძველი“ იერსახის დემონსტრირებას ახდენს, ხოლო მილანი – თანამედროვესი. თითქოს აქ უფრო მეტი მოძრაობაა, მეტი სტილია. ბევრი მიიჩნევს, რომ მილანსა და დანარჩენ იტალიას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ნიუ-იორკსა და ზოგადად აშშ-ს შორის. თუმცა არ უნდა იფიქროთ, რომ მილანი უსახო მოფუსფუსე მეგაპოლისია: იგი ძალიან ლამაზი, მწვანე და გამორჩეულია. თუმცა ბევრი იტალიური ქალაქისგან განსხვავებით იგი უმალვე როდი იხსნება: აქ საკმაოდ დიდი დრო უნდა გაატაროთ, გამოიკვლიოთ, შეისწავლოთ, დააგემოვნოთ…

Continue reading
ვენეცია

ავიაბილეთები ვენეცია

დამათრობელი და ესოდენ უცნაური – ერთდროულად პომპეზური და გაცვეთილი – ვენეციამ შეიძლება გაგაგიჟოთ. აქ მოისურვებთ იყოთ შეყვარებული ან უმალვე კუპიდონის ისარი მოგხვდეთ, ყველაზე ვიწრო და ძველ ქუჩებში ჩახუტებულებმა იაროთ, სისულელეებზე იჩურჩულოთ და სან-მარკოს მოედანზე მზის ჩასვლას ხელიხელჩაკიდებულებმა უცქიროთ. ეს ქალაქი, როგორც ჩანს, მსოფლიოს იმ ადგილთა „ტოპ“ სიებში ხვდება, რომელთა მონახულება ღირს. რაც არ უნდა იყოს: იგი ჩეხოვსაც კი ატყვევებდა, რომელსაც ევროპის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა, და ასევე მოხიბლა ჯონი დეპი, რომელმაც ცენტრში პატარა სახლიც კი შეიძინა. ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ვენეცია ​​- ნამდვილი ქალაქი-ძეგლია, სადაც აბსოლუტურად ყველა შენობას ისტორიულის წოდებაზე აქვს პრეტენზია. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ქალაქის მთელი ძველი ნაწილი და მისი ლაგუნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

Continue reading

ავიაბილეთები ბარი, იტალია

ბარი – აპულიის რეგიონის დედაქალაქია – მდებარეობს ე.წ. „იტალიის ჩექმის“ ქუსლის ძირში. „პარიზში რომ ზღვა ყოფილიყო, პატარა ბარი იქნებოდა“, ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები სამხრეთელების ჭეშმარიტი ქედმაღლობით და ეს მოსაზრება ნამდვილად სიმართლეა: აქ ჰაერი შუა საუკუნეების ევროპის ქალაქების ხიბლით არის გამსჭვალული, ხოლო ღირსშესანიშნაობების სიუხვეს თამამად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს საფრანგეთის დედაქალაქის ისტორიულ ცენტრს.

ერთი სიტყვით, ბარი – სამხრეთ იტალიის მინიატურული კულტურული დედაქალაქია, რომლის ტურისტულ ბაზარზე პოპულარობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმ ფაქტს, რომ აქ წმ. ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ასვენია, რაც მთელი წლის მანძილზე მომლოცველთა უწყვეტ ნაკადს უზრუნველყოფს. ზაფხულობით სამხრეთ ქალაქი კურორტად იქცევა, სადაც შეგიძლიათ უძველესი ნაგებობების დასათვალიერებელი ექსკურსიები პლაჟზე სასიამოვნო დასვენებასთან შეათავსოთ. სწორედ ამ დროს დგება საუკეთესო დრო ბარიში გურმანებისთვის სამოგზაუროდ – ადგილობრივი სამზარეულოს საფუძველია ქორფა ბოსტნეული ირგვლივ მდებარე ფერმებიდან და ზღვის პროდუქტები.

Continue reading