ამსტერდამი

ავიაბილეთები ამსტერდამი

ბანალურია, მაგრამ ფაქტია: ამსტერდამი საოცარია. თითქოს აქ ყოველ ნაბიჯზე სურნელოვანი კვამლის ღრუბელი უნდა შეგხვდეთ, წითელი ფანჯრებიდან  მსუბუქად ჩაცმული ქალბატონები უნდა გიკრავდეთ თვალს, ქუჩები კი ევროპის ყველა კუთხიდან ჩამოსული „ფრიკებითა“ და უცნაური ადამიანებით უნდა იყოს სავსე. ერთი სიტყვით, გარყვნილება და ბიწიერება. მაგრამ სინამდვილეში – კეთილგანწყობილი ჰოლანდიელები, ვან გოგის პალიტრა, ტიტების მინდვრები, იდილიური არხები და ველოსიპედით მოსეირნე ადგილობრივი ბებიები, რომლებიც მოხერხებულად უჭრიან გზას ტურისტებს. სასწაულია? არა – ეს ამსტერდამია, იგი შეუძლებლად განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის თქვენია. გართობა გსურთ – ლეიდსეპლეინზე გაემგზავრეთ. თუ მკაცრი ტრადიციონალისტი და ბრეიგელის ფანატი ბრძანდებით – მუზეუმების კვარტალს უნდა ეწვიოთ. სუკულენტებისა და ბოლქვოვანი მცენარეების ნაზი მოყვარული ხართ? ღვთის გულისთვის: აქვეა კეკენჰოფი და ყვავილების ბაზარი. ამსტერდამი არავის აწყენინებს, მაგრამ ყველას მოხიბლავს.

Continue reading