ავიაბილეთები ნიურნბერგის მიმართულებით

ნიურნბერგი – ბავარიის სიდიდით მეორე ქალაქია. მრავალი საუკუნის მანძილზე საღვთო რომის იმპერიის არაოფიციალურ დედაქალაქად და გერმანელთა მეფეების რეზიდენციად ითვლებოდა, მე-19 საუკუნეში იგი გერმანიაში ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრი იყო. მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს თვითმფრინავების მიერ ნიურნბერგის დაბომბვის დროს ქალაქი ნანგრევებად იქცა.

Continue reading

ავიაბილეთები კარლსრუე/ბადენ-ბადენი

ბადენბადენი ლამაზი პატარა ქალაქია, რომელსაც საქვეყნოდ განთქმული სახელი აქვს. აქ მხოლოდ 50 ათასი მოსახლეა, მაგრამ იგი გერმანიის ფარგლებს გარეთაც ცნობილია. ამ პოპულარობის მიზეზი თერმული წყაროებია, რომელთა სამკურნალო ძალა ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ძველი რომაელებისთვის იყო ცნობილი. მე-18 საუკუნის ბოლოდან ბადენ-ბადენი „ევროპის ზაფხულის დედაქალაქად“ იქცა, სადაც ევროპელი დიდგვაროვანნი დასასვენებლად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სამკურნალო წყლის დასალევად ჩამოდიოდნენ.

Continue reading

ავიაბილეთები ჰანოვერი

ჰანოვერი (Hannover, „ქალაქი მაღალ სანაპიროზე“) – გამოფენების, პარკების და არქიტექტურის ქალაქია. აქ ყველაზე საინტერესოა: ჰერენჰაუზენის სამეფო ბაღები, ვატერლოოს სვეტი, ხელოვნური ტბა მაში, ჰაუპტბანჰოფის სადგური, ოპერის სახლი, მთავარი მოედანი კრეპკე, რომელზეც განთქმული „ქარის ვარდი“ მდებარეობს და რომელიც ჰანოვერიდან მსოფლიოს მთავარ ქალაქებამდე მანძილზე მიუთითებს, კოშკი ბეგინენი.

Continue reading

ავიაბილეთები კიოლნი

კელნი მდებარეობს დასავლეთ გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მხარეში, მდინარე რაინის სანაპიროზე. მეორე მსოფლიო ომის დროს უძველესი ქალაქი თითქმის განადგურდა: მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებიდან მხოლოდ კელნის ტაძარი გადარჩა. მაგრამ გერმანელებმა შეუძლებელი შეძლეს: საქმეში ჩაუხედავი ტურისტი ვერც კი მიხვდება, რომ ეს დიდებული ისტორიული ცენტრი ზედმიწევნით აღდგენილია.

Continue reading

ავიაბილეთები ჰამბურგი

ამა თუ იმ ადგილზე დაბრუნების მიზნით მონეტის გადაგდების ტრადიციის მიმდევრებს ჰამბურგში სიზუსტეზე შემოწმება ელით – მონეტა ერთ-ერთი იმ ხიმინჯების თავზე უნდა შემოაგდოთ, რომლებიც უხვადაა წყალში ამოშვერილი ნავსადგურის საწყობების მახლობლად. თავად საწყობებიც ხიმინჯებზეა მოწყობილი – რის გამოც ქალაქს ზოგჯერ გერმანულ ვენეციასაც კი უწოდებენ. ზოგადად კი, როგორც გერმანიის უდიდესი საზღვაო და სიდიდით მეოთხე სამდინარო ნავსადგური, ჰამბურგი საპორტო ქალაქს ნაკლებად ჰგავს. არა, არ იდარდოთ, ზღვის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებითაც ჩრდილოეთის ზღვა საკმაოდ გულუხვია, აქ ყველაფერი წესრიგშია. გარდა ამისა, ჰამბურგი ძალიან მყუდრო ქალაქია ყურადსაღები არქიტექტურით, ულამაზესი მწვანე პარკებით, თეატრებით, მუზეუმებითა და გალერეებით.

Continue reading
დუსელდორფის ბილეთები

ავიაბილეთები დიუსელდორფი

დიუსელდორფი გერმანიის ფედერალური მიწის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ყველაზე დასახლებული დედაქალაქი, მსხვილი პოლიტიკური ცენტრი, ქვეყნის მრავალი ბანკისა და კომპანიის სათავო ოფისების თავმოყრის ადგილი, ასევე ხელოვნებისა და მოდის ქალაქია. რაინში ჩამდინარე წყნარ პატარა მდინარე დიუსელის შესართავთან მდებარე ყოფილ მეთევზეთა სოფელი 800-ზე მეტი წლის ისტორიას ითვლის. გრაფმა და კურფიურისტებმა ქალაქის ამჟამინდელი იერსახე შექმნეს. გოეთეს ვიზიტი ავტობიოგრაფიულ „პოეზიასა და სიმართლეში“ აისახა, ხოლო ნაპოლეონის ვიზიტმა ქალაქს მეტსახელი „პატარა პარიზი“ შეარქვა.

Continue reading

ავიაბილეთები ფრანკფურტი, გერმანია

ფრანკფურტი - ჰესენის უდიდესი ქალაქია. იგი მეხუთე ადგილზეა გერმანიაში მოსახლეობის რაოდენობით. ფრანკფურტი მსოფლიო ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ერთერთი მდიდარი ქალაქია ევროპის მაშტაბით თავისი კულტურული და ლიტერატურული მემკვიდრეობით, ფრანკფურტზე შეგვიძლია ვთქვათ რომ მეტროპოლიტი არის.

Continue reading

ავიაბილეთები ბერლინი, გერმანია 83₾-დან

ავიაბილეთები ბერლინის მიმართულებით

ბერლინი— გერმანიის დედაქალაქი, ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი; ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.

არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.

ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმით თუ კულტურული ძეგლით.

Continue reading

ავიაბილეთები მიუნხენი | გერმანია

ბავარიის დედაქალაქის ოფიციალური დევიზია – „მიუნხენს უყვარხართ თქვენ“. და მართლაც, აქ მოხვედრისას უმალვე იგრძნობთ ამ სამხრეთ გერმანული ქალაქის კეთილგანწყობილ მხიარულ ატმოსფეროს. ბავარიის ფედერალური მიწის დედაქალაქი - მარტო მხიარული თავაშვებული ოქტობერფესტი, დიადი საფეხბურთო გუნდი და მძლავრი ავტომობილების „მექა“ როდია. გერმანიის სამხრეთით, ალპების მთისწინეთში, მდინარე იზარის ნაპირზე გაშენებული მიუნხენი დიდებული ტაძრებით, ფართო სააღლუმე მოედნებით, მდიდრულად მორთული ფასადებიანი ძველი სახლებითა და ყვავილებიანი კალათებით მორთული ფანჯრებით უამრავ ტურისტს იზიდავს.

Continue reading