ავიაბილეთები მადრიდი, ესპანეთი

მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც დიდი კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობა აქვს. აქ ერთმანეთს ორგანულად ერწყმის ბიზნეს-ცენტრები და შუა საუკუნის არქიტექტურა, ევროპის საუკეთესო ღამის კლუბები, უმსხვილესი აუთლეთები, მშვენიერი პარკები, და რა თქმა უნდა, უამრავი მუზეუმი.

Continue reading

ავიაბილეთები ალიკანტე

ალიკანტე – კოსტა-ბლანკას სანაპიროს ერთ-ერთი მთავარი კურორტი, დასაბამს კართაგენელთა ფორტიფიცირებული დასახლებიდან იღებს. მავრთა დროს იგი აქტიური სავაჭრო ქალაქი გახდა, მოგვიანებით კი – მთავარი საზღვაო ნავსადგური. 1970-იანი წლების ტურისტულმა ბუმმა ალიკანტე პოპულარულ კურორტად აქცია ლამაზი სანაპიროებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. მისი სიმბოლო და მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობა – შუა საუკუნეების სანტა-ბარბარას ციხესიმაგრე ბენაკანტილის მთაზე, რომელსაც უცნაური მოხაზულობის გამო „მავრის სახეს“ უწოდებენ. კიდევ ერთი მავრიტანული კვალია – კვარტალი სანტა-კრუსი ვიწრო ქუჩებით, ფერადი ყვავილებითა და არაბული მეჩეთის ადგილზე აშენებული გოთიკური სანტა-მარიას ეკლესიით.

Continue reading
ვალენსია

ავიაბილეთები ვალენსია

როგორც წესი, ტურისტები ვალენსიას ორ გავრცელებულ ასოციაციას უკავშირებენ: ამავე სახელწოდების ცნობილ საფეხბურთო გუნდსა და ხმელთაშუა ზღვის ოქროს სანაპიროს. ორივე ვარიანტი სწორია, მაგრამ არავინ შეცდება თუ ამ ჩამონათვალს დაუმატებს სიყვარულს გემრიელი საკვებისადმი, სიესტასა და ქუჩის დღესასწაულებისადმი. ვალენსია – ფართო და სუფთა პლაჟები, ფორთოხლის პლანტაციები და ესპანელი მეთევზეების ავთენტური და წყნარი სოფლებია. პროვინცია ორ რეგიონად იყოფა: პოპულარული საკურორტო „თეთრი სანაპირო“ კოსტა-ბლანკა და მოკრძალებული „ფლერდორანჟის სანაპირო“ კოსტა-დელ-აზაჰარი.

Continue reading

ავიაბილეთები ბარსელონა, ესპანეთი

ამაყი, საკუთარ თავზე შეყვარებული, ფეთქებადი, უნიჭოებითა და გენიოსებით აღსავსე, რომელიც თავს შეგაყვარებს და თავად შეყვარებულია, რომელიც დამღლელი და დაღლილია… ყველაფერი ეს ბარსელონაა, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ბარსელონა – ეს არის დიდი ქალაქი ზღვით, დალის გიჟური ენერგია, გაუდის შეშლილი არქიტექტურა, ლგბტ-საზოგადოების განსაცვიფრებელი ჩაცმულობა, ველოტრაფიკის აქტიური მოძრაობა, საოცარი წვეულებები და ულევი სანგრია. ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა კატალონიის დედაქალაქის შესახებ შესავალში  მისი ღირსშესანიშნაობების თუნდაც ნაწილის ჩამოთვლა დაგვეწყო:  ისინი აქ ყოველ ნაბიჯზე გხვდება, ძველი რომაული ნავსადგური  ისტორიით სუნთქავს, ყოველი ქვა თავის ლეგენდას გიამბობთ, ხოლო  ყველა თანამედროვე ძეგლი კი ჰიმნს და ოდას იმსახურებს. ერთი სიტყვით, ბარსელონა – ხელოვნების ქალაქია. აქ თუ ცუდ ხასიათზე, დაღლილი და დაქანცული ჩამოხვალთ, სიყვარულის ქალაქს  ისეთი შემოქმედებითი ენერგიით, მზით, ძალებითა და კარგი განწყობით აღსავსე დატოვებთ, რომ მესაზღვრეები აეროპორტში ეჭვის თვალით შეგხედავენ. ბარსელონის ბრწყინვალება კიდევ დიდხანს დარჩება თქვენთან და თქვენს მყუდრო საღამოებს ხმელთაშუა ზღვის საიდუმლეობით  გაანათებს.

Continue reading