ნიქოზია

ავიაბილეთები ნიქოზია

ნიქოზია უნიკალური ქალაქია, რადგან იგი ერთდროულად ორი სახელმწიფოს გაყოფილი დედაქალაქია – კვიპროსის რესპუბლიკისა, სადაც ბერძნები ცხოვრობენ, და ჩრდილოეთ კვიპროსისა, რომელიც თურქებით არის დასახლებული. გარდა ამისა, იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რადგან პირველი დასახლება მესაორიას თვალწარმტაც მთათაშორის ბარში ჩვ.წ.აღ.-მდე მე-7 საუკუნით თარიღდება.

Continue reading

ავიაბილეთები პაფოსი

კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ნაპირსა და ტროოდოსის მთებს შორის მდებარე პაფოსი ცნობილია, პირველ რიგში, როგორც აფროდიტეს სამშობლო. აქ ის ადგილიც კი არის აღნიშნული, საიდაც ქალღმერთი თითქოს ზღვის ქაფისგან იშვა. თუმცა კურორტის სხვა ღირსშესანიშნაობებთან შედარებით – ეს ქვა არაფერს წარმოადგენს. სამეფო სამარხები, მოზაიკა თესევსის ვილაზე, წმინდა სოლომონიის კატაკომბები… შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ უძველესი ქალაქი პაფოსი კვიპროსის კურორტთაგან პირველი შევიდა იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში, ჯერ კიდევ 1980 წელს.

Continue reading
აია-ნაპა

ავიაბილეთები აია-ნაპა

აია-ნაპა საოცარი ისტორიის მქონე კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტიური კურორტია. სახელწოდება, რომელიც ითარგმნება როგორც „წმინდა ტყეები“, ქალაქმა მიიღო ოდესღაც აქ ნაპოვნი სალოცავების პატივსაცემად. დაახლოებით ჩვ.წ. მე-7-8 საუკუნეებში მღვიმეში, ხშირი ბუჩქნარების შუაგულში, ბიზანტიელებმა ხატმებრძოლთაგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გადამალეს. ასობით წლის შემდეგ, შემთხვევითმა მოგზაურმა ხატი იპოვა, ამ ამბის შესახებ მთელმა რეგიონმა გაიგო და გამოქვაბულს მორწმუნეები მოაწყდნენ.

Continue reading

ავიაბილეთები ლარნაკა

ლარნაკას სერიოზული საფუძველი აქვს, რომ კვიპროსის უძველესი ქალაქის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია: არქეოლოგების მიერ ნაპოვნი მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ იგი 6000 წლის წინ იყო დასახლებული. თუმცა კურორტის ამჟამინდელ იერსახეს ეს სიძველე ნაკლებად ეტყობა. თანამედროვე ლარნაკა – კვიპროსის სხვა საზღვაო კურორტების ტყუპისცალია მშენებლობისა და არქიტექტურული თავისებურებების თვალსაზრისით: ქალაქის ძველი ცენტრი და პლაჟთან ახლოს მდებარე სასტუმროებისა და რესტორნების სიუხვე, რომელთა გასწვრივ სასეირნო პრომენადია გადაჭიმული.

Continue reading
ლიმასოლი

ავიაბილეთები ლიმასოლი

ლიმასოლი კვიპროსის ყველაზე მხიარულ და კოსმოპოლიტურ ქალაქად ითვლება, ამასთან, კურორტი კუნძულის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორის მდებარეობს: უძველეს კურიონს და ანტიკურ ამათუსს, პაფოსსა და აია-ნაპას შორის. თავად სახელწოდება „ლიმასოლიც“ კი „შუა ქალაქს“ ნიშნავს.

Continue reading