გუანჯოუ

ავიაბილეთები გუანჯოუ

ავიარეისების განრიგი და ფასები გუანჯოუს მიმართულებით

ცისქვეშეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქს გუანჯოუს მრავალი იერსახე აქვს, ამიტომაც მას რამდენიმე სახელსაც კი უწოდებენ: სუიჩენი, რაც ითარგმნება როგორც „ბრინჯის თავთავების ქალაქი“, ან იანჩენი – „თხების ქალაქი“.

ძველი თქმულების თანახმად ამ ადგილზე ოდესღაც პატარა სოფელი იყო, რომლის მოსახლეობაც შიმშილით იხოცებოდა. მათ გადასარჩენად ციდან ხუთ თხაზე ამხედრებული ხუთი ღმერთი დაეშვა, თითოეულ ცხოველს პირში ბრინჯის ხუთი თავთავი ჰქონდა. სწორედ ამ თავთავებით მოსახლეობამ არა მარტო შიმშილი დაიოკა, არამედ ველები დათესა, რამაც ისინი სიკვდილისგან იხსნა და დასახლების კეთილდღეობას შეუწყო ხელი.

გუანჯოუ ჩინეთის სიდიდით მესამე ქალაქია, პეკინისა და შანხაის შემდეგ. ჩვ.წ.აღ.-მდე 862 წელს დაარსებული იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელმაც თავისი მდიდარი ისტორია და უნიკალური კოლორიტი დღემდე შეინარჩუნა. ამავდროულად, ეს არის გლობალური მნიშვნელობის ვაჭრობისა და მრეწველობის ულტრათანამედროვე ცენტრი. გარდა ამისა, ლეგენდარული აბრეშუმის გზა სწორედ გუანჯოუს პორტიდან იღებდა სათავეს.

Continue reading
ურუმჩი

ავიაბილეთები ურუმჩი

ურუმჩი (Ürümqi) სინძიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონს ეკუთვნის და მისი ადმინისტრაციული ცენტრია. უძველესი მონღოლური ენიდან, „ურუმჩი“ „მშვენიერ საძოვარს” ნიშნავს. და ეს სიმართლეა: ქალაქის ცენტრი ოაზისის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც ერთი მხრიდან ბოგდოს (აღმოსავლეთ ტიან-შანის) დათოვლილი მწვერვალი, მეორე მხრიდან კი – დიდი მარილიანი ტბა აკრავს.

ურუმჩი – ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის პერიოდიდან განთქმული, პოპულარული საექსკურსიო მიმართულებაა. აქ მდებარეობს რაიონი დაბანი, სადაც განთავსებულია ცნობილი ერდაოციაოს ბაზრობა, უმშვენიერესი ნანშანის ალპური მდელოები და ალვის ხეების თვალწარმტაცი ხეობა.

Continue reading

ავიაბილეთები პეკინი

უზარმაზარი, უცნაური, ხმაურიანი, მრავალფეროვანი პეკინი – პლანეტის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია. მისი ისტორია 3 000 წელზე მეტს ითვლის, რომლის განმავლობაში ქალაქს ანგრევდნენ, წვავდნენ, იპყრობდნენ ან ანახლებდნენ, მაგრამ პეკინს არც სიმძლავრე და არც სიდიადე დაუკარგავს. ნორმატიულ გამოთქმაში მეგაპოლისის სახელწოდება ჟღერს როგორც „ბეიცზინი“, რაც ჩრდილოეთის დედაქალაქს ნიშნავს. თანამედროვე პეკინი ჩინეთის მთავარი კულტურული, პოლიტიკური და საგანმანათლებლო ცენტრია, ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური ძალები შანხაისა და ჰონკონგშია თავმოყრილი.

პეკინს სიმეტრია მართავს: აკრძალული ქალაქის ცენტრში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გამავალი ღერძული ხაზები ადგილობრივი ქუჩებისა და სახლების მდებარეობას განსაზღვრავენ. ჩინეთის დედაქალაქის არქიტექტურა – ეს არის საბჭოური ტიპის დასახლებებისა (კომპარტიას არ სძინავს) და საოცარი სილამაზის უძველესი საიმპერატორო სასახლეების, პარკებისა და ტაძრების უცნაური სინთეზი. აქ ჩამოდიან აზიური ატმოსფეროს შესაგრძნობად, მსოფლიოში უგემრიელესი იხვის დასაგემოვნებლად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ერთი სიტყვით – თუ გსურთ შეეხოთ ლეგენდას, პეკინს უნდა ეწვიოთ.

Continue reading