ავიაბილეთები ბუქარესტი

ბუქარესტი – რუმინეთის მთავარი ქალაქი და ქვეყნის კულტურული ცენტრია. იგი ტურისტებს იზიდავს მდიდარი ისტორიით, კოლორიტული ატმოსფეროთი და უჩვეულო ღირსშესანიშნაობებით – აქ აქვთ საკუთარი ტრიუმფალური თაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი პარლამენტის შენობა. მთავარი საკვირველება კი ძველი ბუქარესტია ვიწრო ქუჩებით, ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით.

თანამედროვე რუმინეთის დედაქალაქი – იმ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის აყვავებული ქალაქია, რომლებმაც უკვე საგრძნობლად შეცვალეს მისი იერსახე. ადრე მას „პატარა პარიზს“ უწოდებდნენ, დღეს კი იგი ძველისა და ახლის საინტერესო მიქსია. აქ გვერდიგვერდ მდებარეობს სამსაუკუნოვანი ეკლესია, შემინული საოფისე შენობები და კომუნისტური ეპოქის ბეტონის საცხოვრებელი კოშმარი. თუმცა ბოლო წლებში ევროკავშირის გრანტების წყალობით ბუქარესტი ევროპიზაციის გზას დაადგა, უფრო მოდური გახდა და პოსტსაბჭოთა საშინელი რაიონები განაახლა.

Continue reading