ავიაბილეთები ოსლო

ავიაბილეთები ოსლო

1000 წლის წინ დაარსებულმა ოსლომ დედაქალაქის სტატუსი მხოლოდ 1905 წელს ნორვეგიის სამეფოს აღდგენის შემდეგ მიიღო. მისი ტერიტორიის სამი მეოთხედი – ნამდვილი „ქალაქის შემოგარენია“: ტყეები, ტბები, კუნძულები – გეოგრაფიული ცენტრიც კი უზარმაზარი ტყის მასივში მდებარეობს. ოსლო ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში, სადაც ზამთარში შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ, ზაფხულში კი ზღვაში იბანაოთ და პლაჟზე დაისვენოთ.

ამასთან, ოსლოში ათეულობით გალერეა, დაახლოებით 50 მუზეუმი და უჩვეულოდ მდიდარი კულტურული ცხოვრებაა. ყოველი სტუმარი აქ საკუთარ ოსლოს იპოვის. ვიღაც – სამეფოს დედაქალაქს, რომელსაც ყველასათვის საყვარელი მეფე და დედოფალი მართავს, ვიღაც კი – თანამედროვე ხელოვნების ქალაქს, სადაც ყველაზე გამბედავი არქიტექტურული პროექტები ხორციელდება, როგორიცაა ოპერის თეატრის ფუტურისტული შენობა, რომელიც ოსლო-ფიორდის სანაპიროზე დამჯდარ უცხოპლანეტელთა ხომალდს ჰგავს.

Continue reading