ავიაბილეთები ბაქო

გასულ საუკუნეში მას აღმოსავლურ პარიზს უწოდებდნენ, დღეს კი ბაქოს ცათამბრჯენების ხილვისას ყველაზე ხშირად დუბაი მოგივათ აზრად – მით უმეტეს რომ ორივეს შემთხვევაში სიმდიდრის წყაროდ იყო და რჩება ნავთობი. ბაქო ახერხებს დაჩქარებულ რეჟიმში მიიღოს მოდერნული იერსახე, ამავდროულად კი არ კარგავს უძველესი ქალაქის შარმს და მზრუნველობით ინახავს ისტორიულ მემკვიდრეობას. აქ თანამედროვე არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის შუასაუკუნეების ნაგებობებს. ამასთან, ბაქო უწინდებურად აღმოსავლური ქალაქია, იდუმალი აღმოსავლეთის კოლორიტით. აქ შეგიძლიათ დილით ადრე ხმაურიან ბაზარში გახვიდეთ და ხელნაკეთი ხალიჩა შეიძინოთ, საღამოს კი დატკბეთ ფუტურისტული ცათამბრჯენებით „ცეცხლის ალის კოშკები“, ან გულითადი საუბრისადმი კეთილგანწყობილ გარემოში ტრადიციული აზერბაიჯანული კერძების დაგემოვნების შემდეგ, დღე დაასრულოთ ერთი-ორი კოქტეილით ულტრამოდურ ბარში Bentley’s, რომელიც სასტუმრო Four Seasons-ში მდებარეობს.

Continue reading