ყატარის ავიახაზები – Qatar Airways

დეტალური ინფორმაცია ავიაკომპანია Qatar Airways ბილეთების შესახებ 114 მიმართულებით. პატარა სახელმწიფო ყატარის ეროვნული გადამზიდავი კომპანიის აეროკვანძი ქალაქ დოჰაში მდებარეობს. ავიაკომპანია 1994 წელს დაარსდა. Qatar Airways „მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია“ გახდა 2011, 2012, 2015 და 2017 წლებში. Qatar Airways ავიაბილეთები 150-ზე მეტი მიმართულებით იყიდება. Qatar Airways ფრენები საშუალოდ 5 წელზე ნაკლები ასაკის ლაინერებით ხორციელდება. ფლოტში 270 თვითმფრინავია (ძირითადად Airbus).

  • მისამართი: ვეკუას ქუჩა #3, პირიმზე პლაზა, 0105 თბილისი, საქართველო
  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
  • ტელეფონის ნომერი: + 995 32 243 96 09
  • თვითმფრიანვები: 127 ბორტი
  • ალიანსი: OneWorld.
  • IATA კოდი: QR
  • http://www.qatarairways.com/

Qatar Airways ბარგის გადაზიდვის პოლიტიკა

ხელბარგი

  • ეკონომ-კლასი - 7 კგ-მდე 1 ადგილი, არაუმეტეს 50x37x25 სმ;
  • ბიზნეს-კლასი, პირველი კლასი - 15 კგ-მდე 2 ადგილი (საერთო წონა), თითოეული არაუმეტეს 50x37x25 სმ.

რეგისტრირებული ბარგი

  • ეკონომ-კლასი - 30 კგ-მდე 1 ადგილი, არაუმეტეს 300 სმ სამი განზომილების ჯამში;
  • ბიზნეს-კლასი - 40 კგ-მდე  1 ადგილი, არაუმეტეს 300 სმ;
  • პირველი კლასი - 50 კგ-მდე  1 ადგილი, არაუმეტეს 300 სმ.

არგენტინის, კანადისა, აშშ-ს მიმართულებით განსაკუთრებული პირობები მოქმედებს.

ზენორმატიული ბარგი

ბარგის ზედმეტი წონის შემთხვევაში ყოველი დამატებითი კილოგრამისთვის გადახდა მოგიწევთ.

აფრიკის, ევროპისა და აზიის რეისებზე შემდეგი ფასებია:

  • თუ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში მიემგზავრებით, გადახდის დროს ონლაინ ფასი 40 დოლარია;
  • ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიმართულებით - 55 დოლარი;
  • ახლო აღმოსავლეთში და ინდოეთის სუბკონტინენტზე - 25 დოლარი.

ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან მარშრუტებზე სხვა ფასები მოქმედებს:

  • თუ ვებ-გვერდზე გადაიხდით აფრიკის, ევროპის, აზიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიისა და კორეის მიმართულებით ბარგის ღირებულება 55 დოლარს შეადგენს;
  • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და ინდოეთის სუბკონტინენტზე - 40 დოლარი.

თუ არგენტინიდან, ბრაზილიიდან, კანადიდან ან აშშ-დან მოფრინავთ ზენორმატიული ბარგის გადახდა ხორციელდება არა წონის მიხედვით, არამედ როგორც დამატებითი ადგილი. მისი ღირებულება 200 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ზენორმატიული ბარგის ყველა მითითებული ფასი  ონლაინ შეძენის შემთხვევაში მოქმედებს, აეროპორტში ან ქალაქის ოფისში შეძენის შენთხვევაში ფასები უფრო მაღალია. დეტალური ტარიფები ავიაკომპანიის ვებ-გვერდზეა მითითებული.

ბავშვთან ერთად ფრენა ავიაკომპანიით Qatar Airways

ორ წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად ფრენა

კომპანია გთავაზობთ:

  • სათამაშო კომპლექტს
  • თამაშებსა და მულტფილმებს
  • სპეციალურ კვებას
  • მოსავლელ ჰიგიენურ ნაკრებს
  • დასაკიდ აკვანს
  • პრიორიტეტულ რეგისტრაციას.

ბილეთი ბავშვისთვის

საბავშვო ტარიფი ყველა მიმართულებით არ არის ხელმისაწვდომი. ზოგიერთ მარშრუტზე 2 წლამდე ასაკის ბავშვი ზრდასრულის ბილეთით მოგზაურობს.

ორ წლამდე ასაკის ბავშვის ბარგი

ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის 10 კგ-მდე და სამი განზომილების ჯამში 115 სმ-მდე ზომის ბარგის ერთი ადგილია გათვალისწინებული.

Direct Flights from Doha

Destination Departure date Return date Airlines Find Ticket

Kuwait City

01.09.2020

04.09.2020

Tickets from 1 606

Antalya

02.04.2021

09.04.2021

Tickets from 1 819

Thiruvananthapuram

05.12.2020

02.01.2021

Tickets from 1 959

Islamabad

09.09.2020

26.10.2020

Tickets from 1 964

Peshawar

06.08.2020

06.11.2020

Tickets from 2 134

Nairobi

31.10.2020

12.12.2020

Tickets from 2 212

Goa

30.11.2020

02.01.2021

Tickets from 2 338

Mombasa

31.10.2020

12.12.2020

Tickets from 2 390

Karachi

20.08.2020

20.09.2020

Tickets from 2 469

Male

28.10.2020

11.11.2020

Tickets from 2 586