ავიაკომპანია Ryanair

დეტალური ინფორმაცია ავიაკომპანია Ryanair ბილეთების შესახებ 1015 მიმართულებით. ირლანდიური „ლოუკოსტერი“, რომელიც ევროპის ყველაზე მსხვილი ბიუჯეტური ავიაკომპანიის სახელს ატარებს. მთავარი აეროკვანძი ლონდონის  სტენსტედის აეროპორტში მდებარეობს, მეორე სატრანსპორტო კვანძი კი – დუბლინის აეროპორტში. Ryanair ბილეთები 178 მიმართულებით შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის მარშრუტები ევროპასა და მაროკოში, საქართველოში Ryanair-ის  ბილეთები არ იყიდება. Ryanair-ს ბილეთების იაფად გაყიდვის საშუალებას  რეგიონული აეროპორტების გამოყენება აძლევს, სადაც არ არის მაღალი გადასახადი. Ryanair-ის ყველა ფრენა Boeing-ის მეშვეობით ხორციელდება, რომელთა საშუალო ასაკი 6.6 წელია. გადამზიდავი კომპანიის საჰაერო ფლოტში 398 ლაინერია. კომპანია 1985 წელს ირლანდელმა მეწარმემ ტონი რაიანმა დაარსა.

  • მისამართი: Corporate Head Office, Dublin Airport, Dublin, Co Dublin, Ireland.
  • ტელეფონი: 353 1 812 1212.
  • ავიაპარკში ტექნიკის 398 ერთეულია.
  • IATA კოდი: FR
  • http://www.ryanair.com/

Ryanair ბარგის გადაზიდვის წესები

ხელბარგი

2018 წლის 15 იანვრიდან ავიაკომპანიამ ბარგის გადაზიდვის წესები შეცვალა. ხელბარგის სახით მგზავრებს შეუძლიათ უფასოდ იქონიონ 10 კგ-მდე 55x40x20 სმ ზომის დიდი ჩანთა და  35x20x20 სმ მცირე ზომის ჩანთა.  თუმცა სალონში მხოლოდ მცირე ზომის ჩანთის შეტანას შეძლებთ, ჩასხდომის წინ კი მეორე ჩანთის ჩაბარება  საბარგო განყოფილებაში მოგიწევთ. ჩამოფრენის შემდეგ ნივთები ბარგის მისაღებ ლენტზე უნდა აიღოთ. რაც შეეხება Duty Free-ში შეძენილ ნივთებს, ისინი ხელბარგად ფორმდება, ამიტომ პატარა ზომის ჩანთაში უნდა მოათავსოთ.

ავიაბილეთის Plus, Flexi Plus ან Family Plus ბარგის ტარიფის შეძენის ან პრიორიტეტული ჩასხდომის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მგზავრებს ორივე ჩანთის სალონში ატანა შეუძლიათ.

რეგისტრირებული ბარგი

  • Plus ან Flexi Plus ტარიფები – 20 კგ-მდე 1 ჩანთა;
  • Family Plus ტარიფი – 20 კგ-იანი 2 ჩანთა.

ჩემოდნის მაქსიმალური ზომაა 81x119x119 სმ.

ზენორმატიული ბარგი

თუ ხელბარგის ზომა დასაშვებ ზომას აღემატება, საუკეთესო შემთხვევაში  50 ევროს გადახდა მოგიწევთ, უარეს შემთხვევაში კი – ავიაკომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას ბარგის გადაზიდვაზე.

დამატებითი ადგილი

რაც შეეხება რეგისტრირებულ ბარგს, მგზავრს 20 კგ-იანი სამი ჩემოდნის გადაზიდვა შეუძლია. ტრანსპორტირების ღირებულება  გადახდის დროზეა დამოკიდებული:

  • ბილეთის დაჯავშნის დროს ერთი ჩანთის გადაზიდვის ღირებულება 25 ევროა;
  • მოგვიანებით გადახდის შემთხვევაში – 40 ევრო.

და არა აქვს მნიშვნელობა  წინასწარ ონლაინ თუ აეროპორტში გადაიხდით. მითითებულია მინიმალური ფასები, რომლებიც მოგზაურობის დროიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ისეთი მაღალი სეზონის დროს, როგორიცაა საშობაო, სააღდგომო დღესასწაულები და ზაფხულის სეზონი, ფასი საშუალოდ 10 ევროთი იზრდება.

ზედმეტი წონა

იმ შემთხვევაში, თუ ჩემოდნის წონა ნებადართულს აღემატება, ყოველ დამატებით კილოგრამზე 10 ევროს გადახდა მოგიწევთ. ზედმეტი წონას წინასწარ ონლაინ ვერ გადაიხდით, მხოლოდ რეგისტრაციის დახლთან.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ძვირფასი ნივთების ტრანსპორტირება გსურთ,  რომელთა დეკლარირებაა საჭირო, მომსახურების საფასური 50 ევროა.

ბავშვთან ერთად ფრენა ავიაკომპანიით Ryanair

Ryanair-ის ბავშვებთან ერთად ფრენის წესებით ნებადართულია რვა დღის ასაკიდან ჩვილთან ერთად ფრენა. 23 თვემდე ბავშვს  არ შეუძლია ცალკე ადგილი დაიკავოს და თანმხლები ზრდასრულის კალთაში უნდა იმოგზაუროს. Ryanair ავიაკომპანიით ბავშვთან ერთად მგზავრობის საფასური 25 ევროა, მაგრამ ფასი შეიძლება შეიცვალოს გამგზავრების აეროპორტიდან გამომდინარე.

ავიაკომპანია ბორტზე ეტლისა და კიდევ ერთი ნივთის ატანის საშუალებას აძლევს მშობლებს. ეს ნივთი შეიძლება იყოს საწოლი, ავტოსავარძელი ან დასაკეცი სკამი. მესამე ნივთის ტრანსპორტირების ღირებულება 15 ევროს შეადგენს დაჯავშნის დროს, 25 ევროს კი – მოგვიანებით გადახდის შემთხვევაში. ასევე 23 თვემდე ჩვილთან მგზავრობის შემთხვევაში ნებადართულია 5 კილოგრამიანი ხელბარგის გადაზიდვა.

Direct Flights from Kiev

Destination Departure date Return date Airlines Find Ticket

Vilnius

12.09.2020

15.09.2020

Tickets from 73

Katowice

19.08.2020

23.08.2020

Tickets from 80

Vienna

23.09.2020

30.09.2020

Tickets from 110

Warsaw

30.10.2020

06.11.2020

Tickets from 111

Gdansk

31.08.2020

07.09.2020

Tickets from 123

Catania

18.08.2020

25.08.2020

Tickets from 154

Bologna

24.09.2020

08.10.2020

Tickets from 164

Rome

08.09.2020

11.09.2020

Tickets from 166

Dublin

10.09.2020

17.09.2020

Tickets from 190

Madrid

24.09.2020

27.09.2020

Tickets from 194

Direct Flights from Dublin

Destination Departure date Return date Airlines Find Ticket

Amsterdam

14.08.2020

16.08.2020

Tickets from 109

Paris

28.08.2020

30.08.2020

Tickets from 110

Frankfurt

04.09.2020

18.09.2020

Tickets from 110

Liverpool

26.08.2020

30.08.2020

Tickets from 115

Glasgow

19.08.2020

23.08.2020

Tickets from 116

Kiev

10.09.2020

24.09.2020

Tickets from 192

Thessaloniki

28.08.2020

11.09.2020

Tickets from 217

Lisbon

23.10.2020

25.10.2020

Tickets from 218

Rome

19.08.2020

26.08.2020

Tickets from 218

Kerkyra

27.08.2020

03.09.2020

Tickets from 220

Direct Flights from London

Destination Departure date Return date Airlines Find Ticket

Malaga

01.10.2020

08.10.2020

Tickets from 77

Barcelona

07.09.2020

20.09.2020

Tickets from 77

Bilbao

10.09.2020

20.09.2020

Tickets from 80

Dublin

24.09.2020

27.09.2020

Tickets from 115

Alicante

21.08.2020

28.08.2020

Tickets from 116

Budapest

20.08.2020

27.08.2020

Tickets from 117

Copenhagen

25.08.2020

27.08.2020

Tickets from 118

Ancona

16.09.2020

18.09.2020

Tickets from 121

Ibiza

17.08.2020

21.08.2020

Tickets from 126

Bucharest

02.09.2020

09.09.2020

Tickets from 128