ავიაკომპანია „პობედა“

დეტალური ინფორმაცია ავიაკომპანია „პობედა“-ს ბილეთების შესახებ 67 მიმართულებით. ეს არის რუსეთის ერთადერთი „ლოუკოსტ“ კომპანია და ამავდროულად, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაგადამზიდი კომპანია. „აეროფლოტის“ შვილობილი კომპანია 2014 წელს გამოჩნდა. „პობედას“ რეისები  მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 40-ზე მეტ რუსეთისა და ევროპის ქალაქებში ხორციელდება. ეს დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, ამიტომ გაყიდვების დაწყებისას „პობედას“ ავიაბილეთების შეძენას  999 რუბლად შეძლებთ. გადამზიდავი კომპანიის ფლოტში 12 ახალი Boeing 737-800 ხომალდია. „პობედა“ რუსეთის უმსხვილეს ავიაკომპანიათა ათეულში და ქვეყნის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების ხუთეულში შედის.

  • მისამართი: მოსკოვი, რუსეთი, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი.
  • ტელეფონი: +7 (499) 215-23-00.
  • ავიაპარკში ტექნიკის 12 ერთეულია.
  • http://www.pobeda.aero

 „პობედას“ ბარგის გადაზიდვის წესები

ხელბარგი

ფრენის ღირებულებაში არ შედის ხელბარგის გადაზიდვა. სალონში მხოლოდ ქალის ხელჩანთის ან პორტფელის, ქოლგის, ხელჯოხის, ყვავილების,  ზედა ტანსაცმლის, პორტპლედში მოთავსებული კოსტიუმის, ნაბეჭდი გამოცემების, პორტატიული კომპიუტერის, ხოლო ბავშვთან მგზავრობის შემთხვევაში – ბავშვის საწოლისა და ბავშვის საკვების ატანას შეძლებთ.  ამასთან გაბარიტები არ უნდა აღემატებოდეს 36x30x27 სმ-ს. სხვა ნივთების გადაზიდვის შემთხვევაში დამატებით გადახდა მოგიწევთ. ვებ-გვერდზე გადახდა უფრო იაფია, ვიდრე აეროპორტში რეგისტრაციის დროს. კიდევ უფრო წამგებიანია ჩასხდომის წინ გასასვლელთან გადახდა.

რეგისტრირებული ბარგი

დაუბრუნებელი ტარიფის შემთხვევაში ბარგის გადაზიდვა ფასიანია.

სხვა შემთხვევებში „ლოუკოსტერის“ საბარგო განყოფილებაში 10 კგ-მდე და 203 სანტიმეტრამდე ჩემოდნის ჩაბარება შეგიძლიათ.

ზენორმატიული ბარგი

10 კილოგრამამდე ერთი ბარგის ტრანსპორტირების ღირებულება ვებ-გვერდზე ან ქოლ-ცენტრის საშუალებით 499 რუბლს, 1000 რუბლს – რუსეთის აეროპორტში და 15 ევროს – სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციის დროს შეადგენს. თუ ბარგის გადახდა ჩასხდომის წინ გასასვლელთან მოგიწევთ, რუსეთის აეროპორტში 2 000 რუბლს, ხოლო სხვა სახელმწიფოს აეროპორტში – 30 ევროს გადაიხდით.

20 კგ-მდე ბარგის გადაზიდვის ღირებულება 1499 რუბლს შეადგენს თუ წინასწარ შეიძენთ, 3000 რუბლს რუსეთის აეროპორტში და 45 ევროს კი – საზღვარგარეთის აეროპორტში გადაიხდით.

თუ ნივთების წონა 20 კილოგრამს აღემატება, ყოველ დამატებით კილოგრამზე 500 მანეთის ან 10 ევროს გადახდა მოგიწევთ.

თუ ბარგის ზომები დასაშვებ 203 სმ-ს აღემატება, დამატებითი გადასახადი 5000 რუბლს ან 75 ევროს შეადგენს.

 

Direct Flights from Tbilisi

Destination Departure date Return date Airlines Find Ticket

Milan

18.09.2020

16.10.2020

Tickets from 186

Batumi

04.09.2020

11.09.2020

Tickets from 191

Cologne

09.09.2020

16.09.2020

Tickets from 219

Kiev

08.12.2020

14.12.2020

Tickets from 373

Istanbul

06.11.2020

08.11.2020

Tickets from 388

Warsaw

25.09.2020

01.10.2020

Tickets from 511

Yerevan

29.12.2020

29.01.2021

Tickets from 567

Tel Aviv-Yafo

26.03.2021

31.03.2021

Tickets from 600

Athens

25.09.2020

29.09.2020

Tickets from 603

Minsk

08.09.2020

16.09.2020

Tickets from 646